„რუბინში“ მეოთხე ქართველი ჩაირიცხა
„რუბინში“ მეოთხე ქართველი ჩაირიცხა
ნიკა ყიფიანი ყაზანის „რუბინში“ ჩაირიცხა – ინფორმაციას რუსეთის პრემიერლიგის კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
 
„ნიკა ყიფიანმა „რუბინთან“ კონტრაქტი გააფორმა. 22 წლის ნახევარმცველის ხელშეკრულება ძალაში შევიდა და ის გუნდში 70-ნორმიანი ფორმით ითამაშებს. მისი კონტრაქტი ერთ სეზონზეა გათვლილი“ – წერს ყაზანელთა ოფიციალური გვერდი.
ნიკა ყიფიანი საქართველოშია დაბადებული. მისი ოჯახი რუსეთში გადავიდა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ საფეხბურთო აკადემიაში გაიზარდა, მაგრამ პროფესიული კარიერა კვიპროსში დაიწყო – 2016-2018 წლებში ახნას „ეთნიკოსში“, „ერმისსა“ და „ომონიაში“ თამაშობდა, ხოლო 2019 წელს „რუსთავში“ გადავიდა. ის რუსეთის მოქალაქეა და ამ ქვეყნის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. მიმდინარე სეზონში, ყიფიანმა საქართველოს ჩემპიონატში ჩატარებულ 13 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ ყიფიანი მეოთხე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ პერიოდში „რუბინში“ ჩაირიცხა. მანამდე ყაზანელებთან კონტრაქტები ზუკა დავითაშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და ბექა მიქელთაძემ გააფორმეს. სამი მათგანის, ყიფიანის, კვარაცხელიას და მიქელთაძის ტრანსფერები ქართულ კლუბს, „რუსთავს“ ეკუთვნოდა.