„რუბინმა“ დაადასტურა, რომ კვარაცხელიას სხვა რუსულ კლუბში არ გაყიდიან
„რუბინმა“ დაადასტურა, რომ კვარაცხელიას სხვა რუსულ კლუბში არ გაყიდიან

ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლაზე „რუბინსა“ და „სპარტაკს“ შორის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა – ინფორმაციას „მატჩ ტვ“ ავრცელებს.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ „სპარტაკი“ აპირებდა საქართველოს ნაკრების 19 წლის ნახევარმცველის შეძენას, მაგრამ „რუბინმა“ ამაზე უარი თქვა. ახლა უკვე კლუბმა დაადასტურა, რომ რუსეთის პრემიერლიგაში კონკურენტების გაძლიერება არ სურს.

„კლუბს არ სურს საკუთარი კონკურენტების გაძლიერება, ასე რომ, კვარაცხელიას რუსული კლუბისთვის მიყიდვა ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა“, – აცხადებს „რუბინის“ წარმომადგენელი.

რუსული წყაროს ცნობით, „რუბინს“ კვარაცხელიასთან ისეთი შეთანხმება აქვს, რაც საქართველოს ნაკრების ინტერესებს პასუხობს – კვარაცხელია „რუბინიდან“ ევროპის ტოპ 5-ში უნდა გაიყიდოს და არა – რუსულ კლუბში.

ყაზანურ კლუბთან ქართველი ფეხბურთელის კონტრაქტი ძალაში 2023/24 წლების სეზონის ბოლომდეა. გასულ სეზონში კვარაცხელიამ 28 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ხუთი პასი მიითვალა.