„რუბინის“ ყოფილი მწვრთნელი კვარაცხელიაზე - ამ ეტაპზე ის ეფექტური მოთამაშეა
„რუბინის“ ყოფილი მწვრთნელი კვარაცხელიაზე - ამ ეტაპზე ის ეფექტური მოთამაშეა

ყაზანის „რუბინის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, რომან შარონოვმა „სპორტ დეილისთან“ ინტერვიუში თავის ყოფილ კლუბზე და მის ლიდერად ჩამოყალიბებულ ხვიჩა კვარაცხელიაზე ილაპარაკა.

რუსეთის ნაკრებისა და „რუბინის“ ექსმცველი ყაზანური გუნდის მთავარ მწვრთნელად 2019 წლის 5 ივნისს დაინიშნა, 16 დეკემბერს კი თანამდებობა დატოვა. რომან შარონოვის მწვრთნელობის დროს მიიწვიეს გუნდში ხვიჩა კვარაცხელია და საქართველოს ნაკრების 19 წლის თავდამსხმელს კარგად იცნობს.

ჟურნალისტის აზრით, ხვიჩა კვარაცხელიას ინდივიდუალური თამაში გუნდურ ინტერესებს აზიანებს.

„მე-9 ტურში „როსტოვის“ წინააღმდეგ მან ბრწყინვალე თამაში და დრიბლინგი აჩვენა, მაგრამ რამდენიმე ფეხბურთელს რომ გასცდებოდა, ბურთს კარგავდა. რატომ ვერ ასწავლეთ გუნდურად თამაში? ასევე ცდილობს ახლანდელი მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკიც, მაგრამ ხვიჩა მიდგომას მაინც არ ცვლის“, – რომან შარონოვს ჟურნალისტმა ეს კითხვაც დაუსვა.

„ძნელი სათქმელია, ის ბავშვობაში თუ როგორ ფეხბურთს თამაშობდა. რა ჰქონდა ჩადებული – მხოლოდ დრიბლინგი თუ თამაშის გაგებაც. ხვიჩას ბურთით ყოფნა ძალიან უყვარს, თამაშში კი ბოლომდეა ჩართული. ამ ეტაპზე ის ეფექტური მოთამაშეა“, – განაცხადა რომან შარონოვმა „სპორტ დეილისთან“ ინტერვიუში.

დატოვე კომენტარი