„რუბინის“ ყოფილი მწვრთნელი - კვარაცხელიასა და დავითაშვილს დიდი პოტენციალი თავიდანვე ეტყობოდათ #1TVSPORT
„რუბინის“ ყოფილი მწვრთნელი - კვარაცხელიასა და დავითაშვილს დიდი პოტენციალი თავიდანვე ეტყობოდათ #1TVSPORT

„ხვიჩა კვარაცხელიას და დავითაშვილს ეტყობოდათ, რომ ტალანტები იყვნენ“ – გაიხსენა Metaratings.ru-სთან ინტერვიუში ყაზანის „რუბინის“ ყოფილმა მწვრთნელმა და რუსეთის ნაკრებსი ექს-მცველმა, რომან შარონოვმა.

„წავიკითხე, რომ ხვიჩას არ ვათამაშებდი, მაგრამ მასთან ინდივიდუალურად ბევრს ვმუშაობდი, უკეთესი რომ გამხდარიყო. გუნდში ვიყავი და არსებულ ვითარებას ვხედავდი. საზოგადოებისთვის გაუგებარი იყო, რატომ არ შემოდიოდა მოედანზე ასეთი გამორჩეული ფეხბურთელი, მე კი ამას ნორმალურად ვთვლიდი, მაგრამ ხვიჩას პირველივე დღეებიდან ვუთხარი, რომ მას შეუძლია ტოპ კლუბში ითამაშოს, მას დიდი პოტენციალი აქვს“, – ამბობს შარონოვი.

მან კომენტარი გააკეთა „რუბინიდან“ წასვლის შემდეგ ინტერვიუში ნათვამზე, რომ კვარაცხელია მკაცრი საუბრებით მოარჯულა: „სრულიად განსხვავებული მიდგომა მქონდა თითოეული მოთამაშის მიმართ, მათ შორის ხვიჩასთან. ის „რუბინში“ ზურიკო დავითაშვილთან ერთად ჩამოვიდა და ორივე ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეა. ზურიკო უფრო დახვეწილი მოთამაშეა, მას უკეთ ესმის ფეხბურთი. ხვიჩა კი უფრო ძლიერი ფიზიკურადაა, მისი ძირითადი თვისებები თვალსაჩინოა, როდესაც დიდ სივრცეებს იღებს, ამიტომ ის სლუცკის ფეხბურთში ძალიან სასარგებლოა. ორივეს ვუთხარი, რომ სხვებზე მეტი პოტენციალი აქვთ და ტოპ-დონეზე თამაშიც შეუძლიათ“.

შარონოვის თქმით, ევროპული კლუბები მას კარგად იცნობენ: „ხვიჩა ისეთ ლიგაში რომ არ მოხვდეს, სადაც სივრცეებს არ მისცემენ? კლუბებმა, რომლებიც მზად არიან „რუბინს“ მისთვის სასურველი თანხა გადაუხადონ, მშვენივრად იციან, კვარას რისი გაკეთება შეუძლია და რა არ შეუძლია. არის კი საერთოდ ახალი ჩემპიონატისთვის მზად. თუ ის წავიდა და დაუყოვნებლად დაჯდა სკამზე, ეს მისთვის დიდი მინუსი იქნება.ის სუფთა და გულწრფელია, მიუხედავად მის გარშემო მედიის ხმაურისა. ვუსურვებ, სრული პოტენციალი გამოავლინოს“.

დატოვე კომენტარი