„რუბინის“ ქართველებმა ბელარუსებს გაუტანეს
„რუბინის“ ქართველებმა ბელარუსებს გაუტანეს
ზურიკო დავითაშვილმა და ხვიჩა კვარაცხელიამ თურქულ შეკრებაზე გოლები გაიტანეს, ყაზანის „რუბინმა“ კი ბელარუსულ კლუბთან, მოზირის „სლავიასთან“, მორიგი ამხანაგური შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო.
 
ქართველი ფეხბურთელები ყაზანელთა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, თუმცა შეუცვლელად მხოლოდ დავითაშვილმა ითამაშა. ანგარიში საჯარიმო დარტყმით მე-12 წუთზე კვარაცხელიამ გახსნა, ხოლო დავითაშვილმა 87-ე წუთზე ბელარუსების კარი მეხუთედ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – „რუბინმა“ 5:0 მოიგო.
ყაზანელთა ოფიციალური გვერდის ცნობით, „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ მეორე ტაიმში სარეზერვო შემადგენლობის ფეხბურთელები ათამაშა. შემდეგ საკონტროლო შეხვედრას „რუბინი“ 19 თებერვალს ყაზახურ გუნდთან, ალმატის „ყაირატთან“ გამართავენ.