„რუბინის“ ქართველ ლეგიონერებს საქართველოში არ უშვებენ
„რუბინის“ ქართველ ლეგიონერებს საქართველოში არ უშვებენ

ყაზანის „რუბინის“ ქართველი ლეგიონერები სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ – ცნობას გამოცემა „ბიზნეს-ონლაინი” ავრცელებს.

რუსეთში ჩემპიონატი შეჩერდა და მისი განახლების დრო უცნობია. ამის გამო, ყაზანის „რუბინმა“ ფეხბურთელები ოჯახებში გაუშვა, მაგრამ „რუბინის“ უცხოელი მოთამაშეები რუსეთში დარჩებიან.

მიზეზი ცნობილი ფაქტორებია – კორონავირუსის გამო, ქვეყნებს შორის საჰაერო მიმოსვლა უაღრესად გართულებულია. კლუბში შიშობს, რომ ფეხბურთელები თავიანთ ქვეყნებში თუ გაემგზავრებიან, შესაძლოა, რუსეთში დროულად დაბრუნება ვერ შეძლონ.

„მაგალითად, რუსეთმა უკვე დახურა საზღვარი საქართველოსთან, „რუბინში” კი ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს: ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი. საჰაერო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებთანაც ნაწილობრივ დახურულია. დღეიდან 1 მაისამდე, ძალაში შედის უცხოელთა შემოსვლის სრული აკრძალვა” – წერს გამოცემა „ბიზნეს-ონლაინი“.