„რუბინის“ მწვრთნელი - კვარაცხელიას მუხლი აწუხებს და ასე თამაში უნდა ისწავლოს #1TVSPORT
„რუბინის“ მწვრთნელი - კვარაცხელიას მუხლი აწუხებს და ასე თამაში უნდა ისწავლოს #1TVSPORT

ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ ქართველი თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას ფიზიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„კვარაცხელიას მუხლი აწუხებს, რის გამოც მხოლოდ მეორე საკონტროლო თამაშსაც თამაშობს. ეს არის ტრავმა, რომელიც ფაქტობრივად მუდმივია. შეუძლებელია მისი უბრალოდ და წამში განკურნება“, – ციტირებს სლუცკის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

ამავე დროს, „რუბინის“ მთავარი მწვრთნელი ამბობს, რომ ასეთი ტრავმით ფეხბურთელები მაინც თამაშობენ.

„ძალიან ბევრი ფეხბურთელი მთელი კარიერის განმავლობაში ტკივილებით თამაშობს და აქვს სახსრების ან ჯვარედინი იოგების პრობლემა. ამ შემთხვევაში კვარაცხელიამ ამ დისკომფორტით თამაში უნდა ისწავლოს“, – ასეთ არც თუ სასიამოვნო მოვლენის განვითარებას პროგნოზირებს სლუცკი.

დღეს, 14 თებერვალს, თურქეთის ქალაქ ბელეკში გამართულ საწვრთნელ შეკრებაზე „რუბინმა“ ამხანაგურ მატჩში სამარას „კრილია სოვეტოვს“ მოუგო (5:0). ხვიჩა კვარაცხელია მეორე ტაიმში სწორედ ტრავმის გამო შეცვალეს.

მესამე შეკრებაზე, რომელიც 24 თებერვლამდე გაგრძელდება, „რუბინი“ ამხანაგურ თამაშებს გამართავს მოსკოვის „დინამოსთან“ (17 თებერვალი), ცსკა-სთან (20 თებერვალი) და ყაზახეთის „ტობოლთან“ (21 თებერვალი).