„რუბინის“ მწვრთნელი - კვარაცხელია ბათუმის „დინამოსთან“ ითამაშებს #1TVSPORT
„რუბინის“ მწვრთნელი - კვარაცხელია ბათუმის „დინამოსთან“ ითამაშებს #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია, სავარაუდოდ, თურქულ შეკრებაზე პირველ თამაშს ბათუმის „დინამოსთან“ ჩაატარებს – ამის შესახებ ყაზანის „რუბინის“ მწვრთნელის ასისტენტმა ოლეგ ვერეტენიკოვმა კლუბის პრესსამსახურთან განაცხადა.

მან იმ მოთამაშეების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც ან ტრავმა აწუხებდათ, ან მთავარმა მწვრთნელმა სხვადასხვა მიზეზით თურქულ შეკრებაზე მსუბუქად დატვირთა. ესენი არიან ოლივერ აბილდგორი, ხვიჩა კვარაცხელია, კონსტანტინ კუჩაევი და თავდამსხმელი ვიტალი ლისაკოვიჩი.

აბილდგორი კვლავ ინდივიდუალურად მუშაობს. ხვიჩამ საერთო ჯგუფში რამდენჯერმე უკვე ივარჯიშა, თუმცა სამედიცინო მიზეზების გამო მატჩში მონაწილეობა არ მიიღო. ამავე მიზეზით არ იყვნენ ლისაკოვიჩი და კუჩაევი. ვფიქრობ, ბოლო სამეული შეძლებს ბათუმის „დინამოსთან“ მომავალ შეხვედრაში თამაშს“, – ციტირებს მწვრთნელის სიტყვებს კლუბის ვებგვერდი.

საქართველოს ჩემპიონის, ბათუმის „დინამოსა“ და ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინის“ ამხანაგური მატჩი ბელექში გამართება – მატჩი 8 თებერვალს დაიგეგმა.