„რუბინის“ მთავარი მწვრთნელი - ვეთანხმები სიომინს, კვარაცხელია ძალიან ნიჭიერია
„რუბინის“ მთავარი მწვრთნელი - ვეთანხმები სიომინს, კვარაცხელია ძალიან ნიჭიერია

ყაზანის „რუბინის“ მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი ეთანხმება იური სიომინს, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას დიდ ტალანტს უწოდებს.

მოსკოვის „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა იანვარში თქვა, რომ ხვიჩა უზარმაზარი ნიჭის პატრონია და მარატ იზმაილოვს აგონებს, რომელიც მის ხელში გაიზარდა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელის შესახებ სლუცკის კითხვა ჟირნალისტმა ნობელ არუსტამიანმა ინსტაგრამის პირდაპირ ეთერში დაუსვა.

„ხვიჩა ძალიან ნიჭიერია და ბევრი კარგი თვისება აქვს – საოცარი დრიბლინგი, ორივე ფეხით დარტყმა, თამაშის კარგი ხედვა, მშვენიერი დაგვირგვინება. მაგრამ ის ძალიან ახალგაზრდაა, 2001 წელს დაიბადა და, რა თქმა უნდა, ჯერ ყველა თავისი თვისების სწორად გამოყენება არ უსწავლია. ის ხშირად გაუმართლებელ დრიბლინგზე მიდის და არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს. ანუ უზარმაზარი თვისებების კომპლექსი აქვს, მაგრამ ჯერჯერობით მისი სრული რეალიზაცია შეუძლებელია. ვფიქრობ, რომ ეს ასაკობრივი პრობლემაა – ხვიცას ინიციატივებს აქტიურად ვუჭერ მხარს, მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ხვიჩას თანაგუნდელები ხშირად უკმაყოფილო არიან, როდესაც ბურთს აყოვნებს. თუმცა, ამის მიუხედავად, ვეთანხმები სიომინს, კვარაცხელია ძალიან ნიჭიერია“ – ამბობს სლუცკი.