„რუბინის“ ხელმძღვანელის კომენტარი კვარაცხელიათი გრანდების დაინტერესებაზე -  იცით, მე თქვენი მჯერა #1TVSPORT
„რუბინის“ ხელმძღვანელის კომენტარი კვარაცხელიათი გრანდების დაინტერესებაზე - იცით, მე თქვენი მჯერა #1TVSPORT

ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ საიმანოვმა კომენტარი გააკეთა ნობელ არუსტამიანის გავრცელებულ ცნობაზე იმის შესახებ, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელ ხვიჩა კვარაცხელიათი ევროპული კლუბები დაინტერედნენ – მიუნხენის „ბაიერნი“,„იუვენტუსი“, „მილანი“ და „ნაპოლი“. 

„ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხვიჩათი დაინტერესდა „ნაპოლი“, „იუვენტუსი“ და „მილანი“ ნობელ არუსტამიანმა დაწერა და მე ვერაფერს გეტყვით. ამის შესახებ კლუბს არავინ დაკავშირებია. თუ ისინი გამოვლენ, ჩვენ მოლაპარაკებას დავიწყებთ. მიზანია მისი შენარჩუნება, მაგრამ თუ გრანდები დაინტერესდებიან, მაშინ მე მისი გაჩერების უფლება არ მექნება. ხვიჩას უბრალოდ არავინ დათმობს, მაგრამ ღირსეული შეთავაზებით, განსაკუთრებით გრანდებისგან, როგორც არ უნდა მინდოდეს მისი დატოვება, ალბათ, დავთანხმდებით. ჯერჯერობით არანაირი წინადადება არ ყოფილა და ამ თემის განხილვა ნაადრევია“, – ამბობს საიმანოვი.

თუმცა, იქვე ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა ძალიან არაორაზროვანი განცხადება გააკეთა.

„მიკვირს თუ არა ეს ამბავი? იცით, როდესაც ცნობილ მსახიობს, ვალენტინ გაფტს საიუბილეო საღამო ჰქონდა, ოდები უმღერეს და მან უთხრა – „თქვენ ყველა ლაპარაკობთ და იცით, მე თქვენი მჯერა!“, – თქვა საიმანოვმა „ჩემპიონატის“ კორესპონდენტთან ინტერვიუში.