„რუბინის“ გენერალური დირექტორი - თუ სასურველი წინადადება იქნება, კვარაცხელიას გავუშვებთ
„რუბინის“ გენერალური დირექტორი - თუ სასურველი წინადადება იქნება, კვარაცხელიას გავუშვებთ

რუსტემ საიმანოვმა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე ილაპარაკა – ყაზანის „რუბინის“ გენერალური დირექტორის თქმით, კლუბი მზად არის, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გაყიდოს.

„ჩვენ არ გვაქვს ამოცანა, რომ ხვიჩა გავყიდოთ და ამის გაკეთებას არც ვაპირებთ, მაგრამ „რუბინი“ თუ ხელსაყრელ შეთავაზებას მიიღებს, მაშინ მზად ვართ, შემოთავაზება განვიხილოთ“, – თქვა საიმანოვმა.

კვარაცხელია „რუბინში“ 2019 წლიდან თამაშობს. გერმანული სამენეჯერო ვებგვერდი „ტრანსფერმარკტი“ მოთამაშის საბაზრო ღირებულებას 10 მილიონ ევროდ აფასებს. მისი ხელშეკრულება ყაზანურ კლუბთან ძალაში 2024 წლამდეა.

მიმდინარე სეზონში 19 წლის ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებში საუკეთესო იყო და ქვეყნის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ამას გარდა, საუკეთესო გახდა ერთა ლიგის C2 ჯგუფში, იმის მიუხედავად, რომ „ჯვაროსნები“ მესამე ადგილზე გავიდნენ.

კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგაში 16 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა, ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, სამი პენალტი მოიპოვა, ოთხჯერ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, წლის ბოლოს კი საშემოდგომო ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.