„რუბინის“ გენერალური დირექტორი - მჯერა, კვარაცხელია დიდ კლუბში ითამაშებს
„რუბინის“ გენერალური დირექტორი - მჯერა, კვარაცხელია დიდ კლუბში ითამაშებს

„რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა საქართველოს ნაკრებისა და „რუბინის“ თავდამსხმელ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მის მომავალს ევროპის მაღალი რანგის კლუბში ხედავს.

„ხვიჩა ხუთი წლის შემდეგ სად წარმომიდგენია? დიდ ევროპულ კლუბში თამაშობს – ტოპ-5-ის გუნდში, მაქსიმუმ – ტოპ-10-ში. ევროპაშიც ძალიან ცოტაა ფეხბურთელი, რომელსაც ერთ ეპიზოდში სამი კაცის მოტყუება და თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. მჯერა, რომ ის ძალიან დიდ კლუბში ითამაშებს. შესაძლოა, უცებ არა, მაგრამ 5-10 წელიწადში მაინც და ამას ვუსურვებ კიდეც“, – ამბობს საიმანოვი.

„რუბინის“ გენერალური დირექტორის თქმით, მომავალ ტრანსფერში ფეხბურთელის აზრს აუცილებლად გაითვალისწინებს:

„რომ მოვიდეს და მითხრას, ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ გუნდში უნდა თამაში, რა თქმა უნდა, მის აზრს გავითვალისწინებ. წლებია ფეხბურთში ვარ და კლუბის ინტერესზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის სურვილია და მათზე უნდა იფიქრო. ეს ფეხბურთელების საუკუნეა. მათ მომავალზე უნდა იფიქრო“.