„რუბინის“ გენერალური დირექტორი - კვარაცხელიასთან დაკავშირებით „ნაპოლისგან“ შემოთავაზება არ მიგვიღია
„რუბინის“ გენერალური დირექტორი - კვარაცხელიასთან დაკავშირებით „ნაპოლისგან“ შემოთავაზება არ მიგვიღია

„რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა კომენტარი გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელით იტალიური გრანდი „ნაპოლი“ დაინტერესდა.

„არაფერი ვიცი „ნაპოლის” მხრიდან კვარაცხელიას მიმართ ინტერესის შესახებ. შესაძლოა, კიდევ სხვა კლუბი დაინტერესდა, მაგრამ ჩვენთვის არავის მოუმართავს. თუმცა, 25 მილიონი ევრო კარგი ფასია“, – განაცხადა საიმანოვმა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იტალიური კლუბი „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას საფასურად ყაზანურ კლუბს 25 მილიონ ევროს სთავაზობდა.