„რუბინის“ გენერალური დირექტორი - კვარაცხელია ჯერ კიდევ ჩვენთანაა, „ტოტენჰემისგან“ შეთავაზება არ მიგვიღია #1TVSPORT
„რუბინის“ გენერალური დირექტორი - კვარაცხელია ჯერ კიდევ ჩვენთანაა, „ტოტენჰემისგან“ შეთავაზება არ მიგვიღია #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბ ყაზანის „რუბინს“ ინგლისის პრემიერლიგის „ტოტენჰემიდან“ ხვიჩას კვარაცხელიას ტრანსფერზე შეთავაზება ჯერ არ მიუღია – ამის შესახებ RBC Sport-ს ყაზანელთა გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა განუცხადა.

„ხვიჩა საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებაზე წავიდა და ჯერ კიდევ „რუბინშია“. „ტოტენჰემის“ მხრიდან არანაირი წინადადება არ ყოფილა. კვარაცხელია დარჩება? პასუხის გაცემა მიჭირს. თუ შეთავაზებები არ იქნება, მაშინ დიახ“, – განაცხადა საიმანოვმა.

20 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ „რუბინის“ განაცხადში ხვიჩა კვარაცხელია აღარ იყო. კლუბმა ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ფეხბურთელი დაშავდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ არაერთი ევროპული კლუბი, კერძოდ ინგლისური „ტოტენჰემი“, ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ამჟღავნებდა.

ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ ბოლო დღე დასრულდა და საქართველოს ნაკრების 20 წლის შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ისევ ყაზანის „რუბინში“ რჩება. თუმცა, გამოცემა Football.london იტყობინებოდა, რომ შესაძლოა, ლონდონის „ტოტენჰემში“ გადასულიყო.