„რუბინის“ დირექტორმა ფაქტობრივად დაადასტურა - კვარაცხელიაზე „ლოკომოტივი“ გველაპარაკა, მაგრამ...
„რუბინის“ დირექტორმა ფაქტობრივად დაადასტურა - კვარაცხელიაზე „ლოკომოტივი“ გველაპარაკა, მაგრამ...

„რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა ირიბად დაადასტურა რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ლოკომოტივი“ ყაზანის „რუბინის“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას დაბრუნებით დაინტერესდა.

„კლუბში ოფიციალური შემოთავაზება არ მოსულა. რაც შეეხება ამაზე საუბარს – ეს ჯერ მხოლოდ ლაპარაკია, მეტი არაფერი“, – საიმანოვის ეს კომენტარი „სპორტ24“-მა გაავრცელა.

გამოცემა „ბიზნეს ონლაინის“ ცნობით, მოსკოვის „ლოკომოტივი“ ყაზანის „რუბინის“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას დაბრუნებით დაინტერესდა და მზადაა, კლუბს 19 წლის თავდამსხმელის საფასურად 15 მილიონი ევრო შესთავაზოს.

ეს ინფორმაცია „ლოკომოტივის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ანატოლი მეშჩერიაკოვმა უარყო.

„15 მილიონი არა, 100 მილიონი შევთავაზეთ! სერიოზულად რომ ვილაპარაკოთ – ეს სისულელეა“, – განაცხადა მეშჩერიაკოვმა გამოცემა „ჩემპიონატთან“.

„დინამო თბილისის“ აღზრდილი ხვიჩა კვარაცხელია „რუსთავის“ მოთამაშე იყო და 2018 წელს „ლოკომოტივში“ იჯარით გადავიდა, სადაც 10 მატჩში ერთი გოლი გაიტანა. მაგრამ მოსკოველებმა მისი კონტრაქტის გამოსყიდვაზე სანამ იფიქრეს, 2019 წელს „რუბინმა“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაიბირა. 19 წლის ფეხბურთელის ყაზანურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდეა ძალაში. რუსეთის პრემიერ ლიგის დასრულებულ სეზონში ხვიჩა კვარაცხელია პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დაასახელეს.