„რუბინი“ ქართველ ნახევარმცველთან კონტრაქტს გააფორმებს - დავითაშვილი 15 თებერვალს ელოდება
„რუბინი“ ქართველ ნახევარმცველთან კონტრაქტს გააფორმებს - დავითაშვილი 15 თებერვალს ელოდება

„ყაზანის „რუბინი“ კონტრაქტს გააფორმებს ზურაბ დავითაშვილთან, რომელიც დიდი ხანია გუნდთან ერთად შეკრებაზე იმყოფება. 15 თებერვალს, ქართველი შემტევი ნახევარმცველი 18 წლის გახდება, რის შემდეგაც იგი „რუბინთან“ სრულ ხელშეკრულებას გააფორმებს“, – იუწყება „ბიზნეს ონლაინი“.

რუსული გამოცემის ცნობით, კონტრაქტის გაფორმებას „ფიფას“ დებულება აბრკოლებს, რომლის თანახმად, 18-წლამდე ფეხბურთელს არ აქვს უფლება, უცხოურ გუნდთან პროფესიული შეთანხმება დადოს. ამიტომ ყაზანელები 15 თებერვალს ელოდებიან, როდესაც ქართველი ტალანტი 18 წლის შესრულდება.

„რუბინში“ დავითაშვილი თავისუფალ აგენტად გადავა. მას საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. თბილისის „დინამოს“ გაზრდილი ფებურთელი 2018 წლიდან „ლოკომოტივში“ გადავიდა და საქართველოს ჩემპიონატის 19 მატჩში სამი გოლი გაიტანა.