„რუბინი“ კვარაცხელიას პოზიციაზე დანიელის დამატებას აპირებს #1TVSPORT
„რუბინი“ კვარაცხელიას პოზიციაზე დანიელის დამატებას აპირებს #1TVSPORT

მიდტიულანდის“ გარემარბი ანდერს დრაიერი, სავარაუდოდ, მალე ყაზანის „რუბინში“ ჩაირიცხება, – ინფორმაციას დანიური გამოცემა Ekstra Bladet ავრცელებს. ეს ინფორმაცია, შესაძლოა, ხვიჩა კვარაცხელიას მომავალს ირიბად უკავშირდებოდეს.

„დანიური კლუბი დათანხმდა ფეხბურთელის გაყიდვას 52.5 მილიონ კრონად (დაახლოებით 7 მილიონი ევრო). 23 წლის ფორვარდი სამედიცინო შემოწმებას გერმანიაში გაივლის. დრაიერმა ითამაშა ახალგაზრდულ ევრო 2021 -ზე და ჯგუფურ ეტაპზე გოლი რუსეთის ნაკრებს (3:0) გაუტანა. პორტალი Transfermarkt დანიელს 6 მილიონ ევროდ აფასებს“, – წერს დანიური გამოცემა Ekstra Bladet.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ქართველმა თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, შესაძლოა, კარიერა ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელოს.

არსებობს ცნობები, რომ ლონდონის „ტოტენჰემი“ 20 წლის ფეხბურთელის მომსახურებით დაინტერესდა. გასულ სეზონში 20 წლის კვარაცხელიამ „რუბინის“ შემადგენლობაში 23 მატჩი შეხვედრა ჩაატარა და 6-ჯერ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მიიღო, წლის ბოლოს კი ლიგის საუკეთესო ახალგაზრდად დაასახელეს.

ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი ყაზანის კლუბთან ძალაში 2024 წლის ივნისის ბოლომდეა. პორტალი Transfermarkt ფეხბურთელს 18 მილიონ ევროდ აფასებს. ერთი კვირის წინ ყაზანელებმა ქართველი თავდამსხმელის გვარი განაცხადიდან ამოიღეს, მიზეზად კი მის ტრავმა დაასახელეს.

მთავარი ისაა, რომ „მიდტიულანდის“ შემტევი ანდერს დრაიერი მარცხენა და მარჯვენა ფლანგის შემტევია, ანუ იმ პოზიციაზე თამაშობს, სადაც ქართელი თავდამსხმელი. ამ პოზიციაზე კი ყაზანელებს პრობლემები არ აქვთ და ტრანსფერმა კვარაცხელიასთან დაკავშირებით ლოგიკური კითხვები გააჩინა.