„რუბინი“ დავითაშვილს „როტორში“ უშვებს, რადგან არ სურს, ნიჭიერი ლეგიონერი სკამზე იჯდეს
„რუბინი“ დავითაშვილს „როტორში“ უშვებს, რადგან არ სურს, ნიჭიერი ლეგიონერი სკამზე იჯდეს

დავითაშვილს „რუბინი“ „როტორში“ უშვებს – ზურიკო კვარაცხელიაზე არანაკლებ ნიჭიერია და ყაზანელებს სურთ, რომ მან ითამაშოს

„ყაზანის „რუბინს“ არ სურს, რომ ნიჭიერი ზუკა დავითაშვილი სკამზე იჯდეს და არ პროგრესირებდეს. „როტორში“ მას კომფორტული გარემო ექნება, რომ კვლავ კარგად ითამაშოს და სტატისტიკა გააუმჯობესოს” – ინფორმაციას „ბიზნეს ონლაინი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, „რუბინი“ ზუკა დავითაშვილის „როტორში“ იჯარით გაშვების ვარიანტია რეალურია, რადგან ყაზანურ კლუბს ლეგიონერების პრობლემა შეექმნება, 19 წლის ქართველი შემტევი კი სკამზე ჯდომისთვის არ ემეტებათ.

„ზურიკო მშვენივრად გამოიყურებოდა პირველ წრეში რომან შარონოვის დროს, მაგრამ კორონავირუსის პაუზის შემდეგ პოზიციები დათმო. თუმცა, ის კლუბისთვის სერიოზული აქტივია და ყველას ესმის, რომ არანაკლებ ნიჭიერია, ვიდრე კვარაცხელია, რომელსაც პრობლემები სეზონის პირველ ნაწილში ჰქონდა და ბევრი არ უთამაშია, ამიტომ არ შეიძლება, რომ სკამზე დარჩეს. „რუბინი“ ქართველის იჯარით გასაშვებად მზად იმიტომაც არის, რომ ლეგიონერების ლიმიტი გამკაცრდა და ორი უცხოელი ზედმეტია. ამიტომ არის „რუბინი“ დავითაშვილის იჯარაზე თანახმა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ“, – ამტკიცებს გამოცემა „ბიზნეს ონლაინი“.

ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ ვოლგოგრადის „როტორში“ ქართველი მენეჯერი მამუკა ჯუღელი ხუთ თანამემამულეს იწვევს: „ვოლგოგრადის გუნდში ზურიკოს მოწყობას აგენტი მამუკა ჯუღელი ცდილობს, რომელმაც უკვე რამდენიმე მოთამაშე ჩაიყვანა. „რუბინის“ ყოფილი ფეხბურთელები ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი, ჯანო ანანიძეც მისი მონაწილეობის გარეშე არა მისულა და მამუკას ჩარევის შემდეგ, საბა კვირკველიას ტრანსფერიც რეალური გახდა. შესაძლოა, ზურიკო გუნდის მეხუთე ქართველი გახდეს“, – წერს „ბიზნეს ონლაინი“ .