რუსეთში ფორსმაჟორულ სიტუაციაში კორუფციისთვის სასჯელის გაუქმებას აპირებენ
რუსეთში ფორსმაჟორულ სიტუაციაში კორუფციისთვის სასჯელის გაუქმებას აპირებენ

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის იუსტიციის სამინისტრო მუშაობს კანონზე, რომლის მიხედვითაც, განსაკუთრებული შემთხვევების დროს, კორუფციისთვის სასჯელი გაუქმდება. კერძოდ, კორუფცია არ დაისჯება, თუ ქმედება ჩადენილია განუსაზღვრელი ძალის მქონე გარემოების შედეგად.

„ფიზიკური პირი გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან იმ შემთხვევაში, თუ ის კორუფციის აღკვეთის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებსა და აკრძალვებს ობიექტური მიზეზებით არ დაემორჩილება“,- ვკითხულობთ რუსეთის მთავრობის ნორმატიული აქტების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პროექტში.

ვებგვერდზე წერია, რომ ამჟამად აღნიშნულ ინიციატივაზე საზოგადოებრივი მსჯელობა მიმდინარეობს.

რუსეთის იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ კანონპროექტზე განმარტებას უახლოეს პერიოდში გააკეთებენ.

რუსეთში მოქმედი კანონმდებლობით, განუსაზღვრელი ძალის გარემოებად ითვლება სტიქიური უბედურება, ომი და ეპიდემია.