„როტორში“ კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - ქართველების გუნდს ტექნიკურ წაგება ჩაეთვალა
„როტორში“ კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - ქართველების გუნდს ტექნიკურ წაგება ჩაეთვალა

ვოლგოგრადის „როტორს“ (სადაც ოთხი ქართველი თამაშობს – საბა კვირკველია, ზურიკო დავითაშვილი, ბექა მიქელთაძე, ნიკა ყიფიანი) კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება.

საფეხბურთო კლუბში კორონავირუსის შვიდი დადებითი ტესტი 12 სექტემბერს, გამოვლინდა. მათ შორის იყვნენ ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი. „სპორტ-ექსპრესის“ ცნობით, მეორე დღეს, ხელმეორე ტესტირების შედეგად, გუნდში COVID-19 ინფექციის კიდევ სამი შემთხვევა გამოვლინდა. თუმცა, გვარები არ კონკრეტდება.

რუსეთის პრემიერლიგის მე-7 ტურის შეხვედრა „როტორსა“ და „კრასნოდარს“ შორის ამის გამო არ გაიმართა. პრემიერლიგის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ინფეცირებულები გუნდისგან იზოლირებულნი იყვნენ.

ვოლგოგრადის გუნდში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და მატჩის უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეუძლებლობის გამო, ლიგის ადმინისტრაციამ მატჩი გადადო, ხოლო ლიგის რეგლამენტის შესაბამისად, „როტორს“ ტექნიკურ წაგება ჩაეთვალა – 0:3.