„როტორს“ საქართველოს ნაკრები შეარქვეს - გუნდის დირექტორი ამისთვის აგენტს მადლობას უხდის
„როტორს“ საქართველოს ნაკრები შეარქვეს - გუნდის დირექტორი ამისთვის აგენტს მადლობას უხდის

„ქართველები არიან, რუსები, არგენტინელები თუ კოტდივუარელები, უპირველესად, მთავარია, რომ კარგი ფეხბურთელები არიან და „როტორისთვის“ ითამაშებენ“, – ასე გამოეხმაურა ვოლგოგრადის „როტორის“ გენერალურმა დირექტორმა, ანდრეი რეკეჩინსკიმ გამოცემა ფედერპრესს“ გუნდში ხუთი ქართველის მიყვანას.

ვოლგოგრადი „როტორში“ უკვე ხუთი ქართველი ჩაირიცხა – ბექა მიქელთაძე, ნიკა ყიფიანი, ჯანო ანანიძე, საბა კვირკველია და ზურიკო დავითაშვილი. ყველა მათგანი მამუკა ჯუღელის კლიენტია. ამის გამო გულშემატკივრები ხუმრობენ, რომ „როტორი“ საქართველოს ნაკრებად გადაიქცა.

როტორის“ გენერალურმა დირექტორმა ქართველების დამატებას მნიშნელოვანი მოვლენა უწოდა: „ჩვენ მშვენიერი შევსება მივიღეთ და საგრძნობლად გავძლიერდით. დავითაშვილისა და კვერკველიას დონის მოთამაშეებთან კონტრაქტის გაფორმება ჩვენთვის დიდი წარმატებაა. ისინი მაღალი დონის პროფესიონალები არიან. ჩენ მოთამაშეების შეძენაზე დიდი თანხას ვერ ვხარჯავთ, ძირითადად თავისუფალი აგენტები მოგვყვავს ან იჯარით ვიმატებთ. მამუკა ჯუღელის კი მადლობელი უნდა ვიყოთ. კვირკველიას მოწვევა არც თუ ისე ადვილი საქმე იყო, ჯუღელმა ეს შეძლო. დავითაშვილისნაირი კრეატიული ფეხბურთელი კი ძალიან გჭირდებოდა. ანანიძეც ფორმაში შედის და მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ“.