„როტორმა“ „სლავია“ დაამარცხა - ვოლგოგრადელებმა მხოლოდ ორი ქართველი ათამაშეს
„როტორმა“ „სლავია“ დაამარცხა - ვოლგოგრადელებმა მხოლოდ ორი ქართველი ათამაშეს

ვოლგოგრადოსროტორმა“ თურქულ შეკრებაზე მორიგი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა – გუნდმა, სადაც ოთხი ქართველი ფეხბურთელი ირიცხება, ბულგარული სოფიას „სლავია“ დაამარცხა.

ვოლგოგრადის გუნდის ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ გიორგი არაბიძე იყო, რომელიც წინა სპარინგში „აქტობესთან“ მცირე ტრავმის გამო არ მონაწილეობდა – 22 წლის ქართველმა შემტევმა შეუცვლელად ითამაშა. „როტორის“ შემადგენლობაში 62-ე წუთზე გამოჩნდა ზუკა დავითაშვილი. რატომ დაასვენეს საბა კვირკველია და ნიკა ყიფიანი, უცნობია. კვლავ არ იყო ბათუმის „დინამოდან“ იჯარით წასული თავდამსხმელი ფლამარიონი, რომელსაც ასევე მცირე ტრავმა აწუხებს.

ბელეკში გამართული შეხვედრა „როტორის“ უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ, ვოლგოგრადელებმა სოფიას „სლავია“ 3:1 დაამარცხეს. გულშემატკივართა შეფასებით, გიორგი არაბიძე „როტორში“ ერთ-ერთი გამორჩეული იყო. მომდევნო მატჩს გუნდი ჩერნოგორიის „ბუდუჩნოსტთან“ გამართავს.

დატოვე კომენტარი