„როტორმა“ მსაჯობაზე სარჩელი შეიტანა - გუნდმა დავითაშვილისა და კვირკველიას ეპიზოდები გააპროტესტა
„როტორმა“ მსაჯობაზე სარჩელი შეიტანა - გუნდმა დავითაშვილისა და კვირკველიას ეპიზოდები გააპროტესტა

ვოლგოგრადის „როტორმა“ მოსკოვში „ლოკომოტივთან“ გამართული რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურის შეხვედრა 2:1 მოიგო. ამის მიუხედავად, გუნდმა რუსეთის საფეხბურთო კავშირის სამსაჯო-საექსპერტო კომიტეტს წერილი გაუგზავნა, სადაც მთავარი არბიტრის ქმედების შესწავლა მოითხოვა – საინტერესო ისაა, რომ „როტორის“ ოთხი პრეტენზიიდან სამი ქართველ ფეხბურთელებს ეხებათ.

1 ეპიზოდი

25-ე წუთი – მცველთან შეჯახების შემდეგ ზურიკო დავითაშვილს ცხვირი გაუტყდა და სისხლდენა ჰქონდა. ამის მიუხედავად, მსაჯმა წესის დარღვევა არ დააფიქსირა და „ლოკომოტივის“ მოთამაშე დმიტრი ჟივოგლიადოვი არ დასაჯა.

2 ეპიზოდი

68-ე წუთი – „ლოკომოტივის“ ფეხბურთელმა მურილომ შეაჩერა დავითაშვილი კარის სიახლოვეს, რამაც მას გოლის გატანის აშკარა შესაძლებლობა წაართვა. მსაჯმა არ დააფიქსირა წესის დარღვევა და მურილო არ დასაჯა. ამავე დროს, VAR– მა არ განიხილა ეპიზოდი „ლოკომოტივის“ ფეხბურთელთან დაკავშირებით, რაც შესაძლოა, წითელი ბარათის მიღებით დასრულებულიყო.

3 ეპიზოდი

81 წუთი – ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ, მთავარმა მსაჯმა გადაწყვიტა, საჯარიმოში საბა კვირკველიას ხელით თამაშითვისროტორის“ კარში პენალტი დაენიშნა. ამავდროულად, ამ გადაწყვეტილების მიღებისას, მსაჯმა არ გაითვალისწინა, რომ კვირკველიას თავდაპირველად ბურთი მხარზე მოხვდა და ხელზე მხოლოდ ამის შემდეგ დაეცა. ანუ ფეხბურთელს არ ჰქონდა არანაირი შანსი ხელთან ბურთის შეხება აეცილებინა.