„როტორი“ თურქეთშია - სიაში კვირკველია და მიქელთაძეც არიან, არაბიძეს ელიან
„როტორი“ თურქეთშია - სიაში კვირკველია და მიქელთაძეც არიან, არაბიძეს ელიან

დღეს, ვოლგოგრადის „როტორი“, სადაც ქართველი ფეხბურთელები თამაშობენ, თურქეთში ჩაფრინდა, სადაც პირველ საწვრთნელ შეკრებას გაივლის.

გამგზავრებულთა სიაში იყვნენ საბა კვირკველია, ბექა მიქელთაძე, ნიკა ყიფიანი და ზუკა დავითაშვილი. შეკრებამდე რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ვოლგოგრადის „როტორს“ საბა კვირკველია დატოვებდა და მოსკოვის „ლოკომოტივს“ დაუბრუნდებოდა. ასევე წერდნენ, რომ ბექა მიქელთაძის საკითხი გაურკვეველი იყო. ჯერჯერობით, შეკრებაზე სიაში არაა გიორგი არაბიძე, რომელმაც გუნდთან საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა – ის გუნდს, სავარაუდოდ, დღეს შეუერთდება.

ვოლგოგრადის „როტორი“ პირველ შეკრებაზე ორ საკონტროლო თამაშს ჩაატარებს – 21 იანვარს, პოლონეთის ბიალეშტოკის „იაგელონიას“ შეხვდება, ხოლო 26 იანვარს – სლოვენიურ „მურას“.

გუნდმა დაადასტურა, რომ „როტორს“ „ასტანას“ სამი მოთამაშე შეუერთდა – ბელორუსის ნაკრების ნახევარმცველი ივან მაევსკი, ასევე ყაზახეთის ნაკრების ორი წევრი, ფორვარდი ალექსეი შეტკინი და მცველი შომკო დიმიტრი.