„როტორი“ მელქაძის დამატებასაც აპირებს
„როტორი“ მელქაძის დამატებასაც აპირებს

რუსეთის პრემიერლიგაში დაბრუნებულ ვოლგოგრადის „როტორს“ შეტევის გასაძლიერებლად გიორგი მელქაძის დამატება სურს – ინფორმაციას გამოცემა „სოკერნიუსი“ ავრცელებს.

ვოლგოგრადული კლუბი ახალი სეზონის მოლოდინშია და ჩემპიონატის დასრულებამდე „სპარტაკის” თავდამსხმელის, გიორგი მელქაძის იჯარით გადაყვანას აპირებს. „როტორმა“ საიჯარო ხელშეკრულებაზე მოსკოველებთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო“, – წერს გამოცემა.

მიმდინარე სეზონში 23 წლის მელქაძემ „ტამბოვში“ ითამაშა და მის აქტივში 13 მატჩში 6 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. მელქაძეს „სპარტაკთან“ ხელშეკრულება 2022 წლის ივნისამდე აკავშირებს. 22 წლის ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება 1,2 მილიონი ევროა.

ვოლგოგრადულ კლუბში ზამთრში იჯარით ყაზანის „რუბინიდან“ დამატებული ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი თამაშობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, „როტორში“ საქართველოს ნაკრების ორ წევრს იწვევენ – საბა კვირკველიას და ჯანო ანანიძეს. ამასთანავე, გუნდთან ქართველი მენეჯერი მამუკა ჯუღელი თანამშრომლობს.