„როტორი“ კვირკველიას „ლოკომოტივიდან“ ვერ გამოისყიდის - მოსკოვში მისი დაბრუნება სურთ
„როტორი“ კვირკველიას „ლოკომოტივიდან“ ვერ გამოისყიდის - მოსკოვში მისი დაბრუნება სურთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, საბა კვირკველია, სავარაუდოდ, ვოლგოგრადის „როტორს“ დატოვებს, რადგან მისმა ამჟამინდელმა კლუბმა ტრანსფერის გამოსყიდვის უფლება ვერ მიიღო, – ინფორმაციას გამოცემა „სპორტ24“ ავრცელებს.

„როგორც „სპორტ24“-სთვის გახდა ცნობილი, „როტორს“ არ აქვს უფლება, მცველის, საბა კვირკველიას კონტრაქტი გამოისყიდოს. ამის შესახებ კლუბებს შორის აგვისტოში გაფორმებულ ხელშეკრულებაში არაფერი იყო ნათქვამი. 28 წლის ქართველი ფეხბურთელი საიჯარო ხელშეკრულების დასრულებისთანავე მოსკოვის „ლოკომოტივში“ დაბრუნდება“, – ამტკიცებს „სპორტ24“.

საქართველოს ნაკრების ცენტრალურ მცველს „ლოკომოტივში“ სათამაშო დრო არ ჰქონდა და გასული წლის აგვისტოში კვირკველია „როტორმა“ იჯარით გადაიყვანა. მიმდინარე სეზონში მან ვოლგოგრადული გუნდის ფორმით 11 მატჩი ჩაატარა.

2011-2017 წლებში კვერკველია ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელი იყო. 2017 წელს მოსკოვის „ლოკომოტივში“ იურის სიომინის მიწვევით გადავიდა, სადაც 108 მატჩი ჩაატარა. საბას რუსული რკინიგზის გუნდთან ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულს ეწურება.