„როტორი“ გასვლაზე დამარცხდა, კვირკველია მოედანს დაუბრუნდა, დავითაშილი არ ათამაშეს [ვიდეო] #1TVSPORT

რუსეთის პრემიერლიგაში 22-ე ტურის შეხვედრა გაიმართა, სადაც ქართველების გუნდმა, ვოლგოგრადის „როტორმა“ ითამაშა და დამარცხდა. 

ვოლგიისპირელებიეკატერინბურგ-არენაზე“ „ურალს“ ესტუმრნენ. წელს გუნდის ძირითად შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა საბა კვირკველია, ნიკა ყიფიანიც სასტარტოში იყო და მე-40 წუთზე ბათუმის „დინამოდან“ იჯარით გადასულმა, ჯოვინო ფლამარიონმა შეცვალა. 86-ე წუთზე „როტორში“ გიორგი არაბიძეც გამოჩნდა, რომელმაც სადებიუტო მატჩი ჩაატარა. რაც შეეხება ზურიკო დავითაშვილს, ის განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.

ამ დაძაბული შეხვედრის ბედი 83-ე წუთზე გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. ეკატერინბურგის გუნდის თავდამსხმელს, ერიკ ბიკფალვის კვირკველია გადაეფარა, მაგრამ მან „როტორის“ კარი მაინც აიღო და „ურალის“ გამარჯვება დააფიქსირა – 1:0.

22 ტურის შემდეგ „როტორი“ 18 ქულის ამარა დარჩა და მე-13 ადგილზეა, რაც გასავარდნი ზონაა. ამიტომ, გუნდს უახლოეს ტურებში მდგომარეობის გამოსასწორებლად მოგებები სჭირდება.