როტერდამთან მდებარე ერთ-ერთ დაბაში წვეულებაზე სატვირთო შევარდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები
როტერდამთან მდებარე ერთ-ერთ დაბაში წვეულებაზე სატვირთო შევარდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

ნიდერლანდებში, როტერდამთან ახლოს მდებარე დაბაში წვეულებაზე სატვირთო შევარდა. ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაღუპულის შესახებ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა დაბა ნიეუ-ბეიერლანდში მოხდა. სატვირთო მანქანა გზიდან გადავიდა და ღია ცის ქვეშ მოწყობილ წვეულებაზე შევარდა.

პოლიციის წარმომადგენლის ცნობით, დადასტურებულად ფლობენ ინფორმაციას ორი დაღუპულის შესახებ. მისი განცხადებით, მსხვერპლთა რაოდენობა სავარაუდოდ გაიზრდება. მისივე თქმით, დიდია დაშავებულთა რაოდენობაც.

მედიის ცნობით, ადგილზე სამედიცინო და სამაშველო სამსახურებია მობილიზებული. პოლიცია მომხდარ ფაქტს იძიებს.