როტერდამის „ფეიენოორდის“ მთავარი მწვრთნელი რობინ ვან პერსი გახდა #1TVSPORT
როტერდამის „ფეიენოორდის“ მთავარი მწვრთნელი რობინ ვან პერსი გახდა #1TVSPORT

როტერდამის „ფეიენოორდის“ მთავარი მწვრთნელი რობინ ვან პერსი გახდა, – ინფორმაციას ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

41 წლის ნიდერლანდელი „ჰენერვენის“ დამრიგებელი იყო და მასთან ერთად გუნდი ნიდერლანდების ჩემპიონატში ამჟამად მეცხრე ადგილზეა.

რაც შეეხება „ფეიენოორდს“, კლუბმა ცოტა ხნის წინ არნე სლოტის შემცვლელი ბრაიან პრისკე თანამდებობიდან გაათავისუფლა და გუნდს დროებითი დამრიგებელი პასკალ ბოსხარტი ავარჯიშებდა, რომელთან ერთადაც ნიდერლანდების ერთ-ერთმა გრანდმა ჩემპიონთა ლიგაზე „მილანი“ დაამარცხა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა.

„ფეიენოორდი“ რობინ ვან პერსის მშობლიური გუნდია, მან საფეხბურთო კარიერა სწორედ როტერდამელთა რიგებში დაიწყო. გავრცელებული ცნობით, კლუბთან ხელშეკრულებას ის 2027 წლის ივნისის ჩათვლით გააფორმებს.