როსტოვის ოლქში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
როსტოვის ოლქში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

რუსეთში, როსტოვის ოლქის ქალაქ შახტიში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

რუსული მედიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად, საცხოვრებელი კორპუსის ორი სართული დაინგრა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლებმა კორპუსიდან 140 ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს.

მაშველებმა ნანგრევებიდან რვა ადამიანი ამოიყვანეს. ოთხი მოქალაქის ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში 100-ზე მეტი ადამიანია ჩართული. ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. შემთხვევის ადგილზე იმყოფება როსტოვის ოლქის გუბერნატორი.