როს უილსონი - ჩვენ ვგმობთ იმ ღობეებს, რომელთა განლაგებაც გრძელდება და დაჟინებით მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ოკუპაცია
როს უილსონი - ჩვენ ვგმობთ იმ ღობეებს, რომელთა განლაგებაც გრძელდება და დაჟინებით მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ოკუპაცია

ჩვენ ვგმობთ იმ ღობეებს, რომელთა განლაგებაც გრძელდება და დაჟინებით მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა განუცხადა.

როგორც ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის საკითხს უკვე გამოეხმაურა.

„ამ გამოხმაურების შინაარსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ბარიერები ჰყოფს ადამიანებს, ზღუდავს მათ გადაადგილებას და დაბრკოლებას უქმნის მათ ცხოვრებას. ჩვენ ვგმობთ ბორდერიზაციას და იმ ღობეებს, რომელთა განლაგებაც გრძელდება. დაჟინებით მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია“, – განაცხადა როს უილსონმა.