რორი მაკილროიმ საუდის არაბეთში დაგეგმილ ტურნირში მონაწილეობაზე უარი განაცხადა

10:31, 10.12.2019

ირლანდიელმა გოლფისტმა რორი მაკილროიმ საუდის არაბეთში დაგეგმილ ტურნირში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორებმა მას ამისთვის საკმაოდ დიდი თანხა შესთავაზეს.

„უბრალოდ, ამ წინადადებამ არ მომხიბლა“, – განაცხადა მაიკლროიმ და არც ის თანხა დაუმალავს, რომელიც მას ტურნირში მონაწილეობისთვის შესთავაზეს – 2.5 მილიონი ამერიკული დოლარი.

აღსანიშნავია, რომ აზიურ ქვეყანაში ჩასვლაზე თანხმობა განაცხადეს ცნობილმა გოლფისტებმა ბრუკს კეპკამ, დასტინ ჯონსონმა და ფილ მიკელსონმა. ტურნირი იანვრის ბოლოს გაიმართება.

მსგავსი