რონი ო'სალივანს დიდი ტურნირები აღარ აინტერესებს
რონი ო'სალივანს დიდი ტურნირები აღარ აინტერესებს

ინგლისელმა სნუკერისტმა რონი ო’სალივანმა გამოაცხადა, რომ 2020 წელს ყველა დიდ ტურნირს გამოტოვებს.

„წელს 11 ტურნირზე ვითამაშე, მომავალ წელს კი ვაპირებ მხოლოდ სამჯერ ვცადო ბედი. მინდა მაქსიმალურად ცოტა მატჩი ჩავატარო, უბრალოდ იმისთვის, რომ ინტერესი არ დავკარგო. პატარა ტურნირებს ავირჩევ, სადაც პრესა და მედია მინიმალურადაა წარმოდგენილი. ასე რომ, გამოვტოვებ „მასტერსს“, მსოფლიოს ჩემპიონატსა და დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატს. პრესას უფრო მეტად სურს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშო, ვიდრე მე. ამ ტურნირზე ხუთჯერ მომიგია და დღეს ის აღარ მიღირს სისხლის, ოფლისა და ცრემლის ღვრად. ალბათ, ეს ტურნირი ჩემთვის აღარ არის“, – მოჰყავს ო’სალივანის სიტყვები გაზეთ „ტელეგრაფს“.

ცოტა ხნის წინ ო’სალივანი მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველივე წრეში დამარცხდა. სულ მას კარიერაში მოგებული აქვს 73 ტურნირი, მათ შორის შვიდჯერ „მასტერსი“ და შვიდჯერ – ბრიტანეთის ჩემპიონატი.