რონი ო'სალივანმა ბრიტანეთის პირველობა მეექვსედ მოიგო
რონი ო'სალივანმა ბრიტანეთის პირველობა მეექვსედ მოიგო

ლეგენდარულმა ინგლისელმა სნუკერისტმა რონი ო’სალივანმა კარიერაში 31-ე სარეიტინგო ტურნირი მოიგო.

ბრიტანეთის ჩემპიონატის ფინალში მან 10:5 დაამარცხა შონ მერფი. საინტერესოა, რომ ო’სალივანმა 5:5-ზე ზედიზედ ხუთი ფრეიმის აღება მოახერხა.

ფინალში ო’სალივანს სამი “ასიანი ბრეიკი” ჰქონდა (103, 104, 103), მერფის – ერთი (123).

რონისთვის ეს იყო მეექვსე გამარჯვება UK Championship-ზე და ის ამ მაჩვენებლით სტივ დევისს დაეწია.

“რაკეტამ” პირველად ეს ტურნირი ჯერ კიდევ 1993 წელს მოიგო. ამ გამარჯვების შემდეგ, ო’სალივანმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა რეიტინგში. ლიდერად, კლავინდებურად მარკ სელბი რჩება.