რონი ო'სალივანი - მაშინ წავალ, როდესაც ვინმე მაჯობებს
რონი ო'სალივანი - მაშინ წავალ, როდესაც ვინმე მაჯობებს

სნუკერის ლეგენდარული ჩემპიონის, რონი ო’სალივანის თქმით, მისი მიდგომაა „ყველაფერი ან არაფერი“ და, სანამ თამაში და მოგება შეუძლია, წასვლას არ აპირებს.

„ერთ მშვენიერ დღეს, ჩემი საუკეთესო თამაში საკმარისი აღარ იქნება, მანამდე კი ჯილდოების მოგებას ვგეგმავ“, – ამბობს ო’სალივანი.

42 წლის ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი ამჟამად დიდი ბრიტანეთის სარეკორდო მეშვიდე ჩემპიონობისთვის იბრძვის.

„მე მერვედფინალის ან მეოთხედფინალის კაცი არა ვარ. ჩემთვის თამაშის არსი მოგებაა და როგორც კი ჩემი გვარის გასწვრივ გამარჯვების აღმნიშვნელ ნიშნებს ვეღარ ნახავთ, ვეღარც მე მნახავთ“, – ამბობს ო’სალივანი.