რონდო ორ თვეს გამოტოვებს თითის მოტეხილობის გამო
რონდო ორ თვეს გამოტოვებს თითის მოტეხილობის გამო

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ მცველი რაჟონ რონდო ვერ დაეხმარება თავის გუნდს სეზონის განახლების შემდეგ პირველ მატჩებში. ორლანდოში ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე 34 წლის კალათბურთელმა მარჯვენა ხელის ცერა თითი მოიტეხა.

როგორც „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ჟურნალისტმა მაიკ ტრადელმა დაწერა, რონდოს უახლოეს დღეებში ოპერაცია და რეაბილიტაცია ელოდება, რომელიც ექვსი-რვა კვირა გაგრძელდება.

რონდომ ამ სეზონზე 48 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ, 7.1 ქულა, 5.0 შედეგიანი გადაცემა და 2.9 მოხსნა დააგროვა.

სეზონი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 30 ივლისს, ორლანდოს სპორტულ კომპლექსში განახლდება.

დატოვე კომენტარი