რონდა როუზი თითის დაკარგვას გადაურჩა
რონდა როუზი თითის დაკარგვას გადაურჩა

შერეულ ორთაბრძოლებში ასპარეზობის დროს ყოფილ სპორტსმენს თავის თავზე გამოუცდია სხეულის არაერთი დაზიანება. მაგალითად ერთ-ერთი ბრძოლის დროს რონდამ ხელი მოიტეხა. თუმცა, აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ როუზი საკუთარ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ამავდროულად რონდა ყოველთვის აქტიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ტელესერიალებსა და კინოფილმებში.

ამჟამად მიმდინარეობს სერიალ „9-1-1“ გადაღებები, რომელში რონდა მეხანძრის როლში მონაწილეობს. შეიძლება ითქვას რომ ყოფილმა მებრძოლმა ყველაზე მძიმე ტრავმა ამ სერიალის გადაღებებზე მიიღო. რონდამ საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე ფოტოც გამოაქვეყნა. სუსტი ნერვების მქონე ადამიანებს ვურჩევთ, რომ ფოტოს ნახვისგან თავი შეიკავონ.