რონალდუს ადვოკატი -დოკუმენტები რონალდუს აღიარებაზე ყალბია
რონალდუს ადვოკატი -დოკუმენტები რონალდუს აღიარებაზე ყალბია

იუვენტუსის ფორვარდის – კრიშტიანო რონალდოს ადვოკატმა, პიტერ კრისტიანსენმა განაცხადა, რომ გაუპატიურების საქმეში, ფეხბურთელის აღიარების დოკუმენტები ყალბია.

„რონალდოს პრესაში გამოქვეყნებული დოკუმენტები გაყალბებულია.  რონალდომ ხელი მოაწერა ზოგიერთ დოკუმენტს, მაგრამ მათში არ იყო აღიარება. მათი მნიშვნელობა მედიაში ძალიან დამახინჯებული. კრიშტიანოს სწამს , რომ ჭეშმარიტება გაიმარჯვებს“ – მოჰყავს პორტუგალიელის ადვოკატის სიტყვები „სპორტექსპრესს“.

კეტრინ მაოირგას ადვოკატმა, რომელიც პირველი იყო,ვინც ეს ბრალდება წაუყენა, პორტუგალიელს ბრალი კიდევ სამი გოგონას გაუპატიურებაში დასდო. ადვოკატის სიტყვების თანახმად, ოთხმა გოგონამ უკვე განაცხადა, რომ რონალდომ ისინი გააუპატიურა. მაიურგამ ამბობს, რომ ინციდენტი ლას ვეგასში 2009 წელს მოხდა. ფეხბურთელმა თავად გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც კატეგორიულად უარყოფს ყველა ბრალდებას.

შეგახსენებთ რომ მედია ასევე, ფეხბურთელისა და გაუპატიურების მსხვერპლად მიჩნეული გოგონას მიერ ხელმოწერილი, გაუთქმელობის ხელშეკრულების შესახებ ინფორმაციასაც ავრცელებს.