რონალდუმ მილანსაც გაუტანა [ვიდეო]

იტალიის ჩემპიონატის მე-12 ტურში პრინციპული მეტოქეების დაპირისპირება გაიმართა.

„მილანმა“ „სან-სიროზე“ ტურინის „იუვენტუსი“ მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

პირველი გოლის ავტორი მარიო მანჯუკიჩი გახლავთ, მან შესანიშნავი თავური დარტყმით გახსნა ანგარიში. ტაიმის მიწურულს მილანს ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი მიეცა,თუმცა არგენტინელმა გონსალო იგუაინმა 11 მეტრიანი ვერ გამოიყენა.

81-წუთზე „იუვენტუსის“ პორტუგალიელმა ახალწვეულმა, კრიშტიანუ რონალდუმ, მეორედ აიღო „მილანის“ კარი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„იუვენტუსი“ 34 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, მილანი 21 ქულით მეხუთე პოზიციაზეა.