რონალდუმ იუვენტუსში შედეგიანობის რეკორდი დაამყარა [ვიდეო]
რონალდუმ იუვენტუსში შედეგიანობის რეკორდი დაამყარა [ვიდეო]

იტალიის სერია A-ს მე-13 ტურში „იუვენტუსმა“ საკუთარ მოედანზე „სპალი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

ტურინელთა რიგებში პირველი გოლი 29-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა.


პორტუგალიელი „იუვენტუსის“ პირველი ფეხბურთელია ბოლო 50 წლის განმავლობაში, ვინც სერია A-ს სადებიუტო 13 მატჩში 9 გოლი გაიტანა.

სულ რონალდუმ 10 გოლი შეაგდო 16 ოფიციალურ მატჩში „იუვენტუსის“ შემადგენლობაში. ასეთი რამ ტურინული კლუბის ისტორიაში არ მომხდარა.

კრიშტიანუ გაუთანაბრდა სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირს კშიშტოფ პიონტეკს.

„იუვენტუსი“ გათამაშების ცხრილში ცხრა ქულით უსწრებს „ნაპოლის“, რომელსაც ერთი მატჩი თადარიგში აქვს.