რონალდუმ ერთა ლიგაზე თამაშზე უარი განაცხადა
რონალდუმ ერთა ლიგაზე თამაშზე უარი განაცხადა

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, „ერთა ლიგაზე“ თამაშზე უარი განაცხადა. თავდამსხმელი მიიჩნევს, რომ „უეფა“ მის საწინააღგმდეგო კამპანიას ეწევა. „იუვენტუსის“ ფეხბურთელი თვლის, რომ მის საწინააღმდეგოდ წარმართულ კამპანიაში „რეალს“ „უეფაც“ უწყობს ხელს.

გამოცემა La Repubblica-ს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რონალდოს სჯერა, რომ „ფიფას“ დაჯილდოებისას საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის ლუკა მოდრიჩისთვის გადაცემა, გაუპატიურების ბრალდება, წითელი ბარათი ჩემპიონთა ლიგაზე („ვალენსიასთან“ შეხვედრაში) და სპონსორებთან თანამშრომლობის შეწყვეტის საშიშროება – შეთქმულების თეორიის ნაწილია. პორტუგალიელი ფეხბურთელის აზრით, ამ ყველაფრის უკან „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი დგას.

ცნობილი ჟურნალისტის ტანკრედი პალმიერის განცხადებით, „უეფამ“ რონალდუს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი პრიზი, „რეალის“ ზეწოლის გამო არ მისცა. სწორედ ამ მიზეზით, რონალდუ „უეფას“ ახალ ტურნირზე, „ერთა ლიგაზე“, მონაწილეობას არ მიიღებს.