რონალდოს საქმეში მეორე ქალი გამოჩნდა

23:01, 07.10.2018
UDINE, ITALY - OCTOBER 06:  Cristiano Ronaldo of Juventus  looks on during the Serie A match between Udinese and Juventus at Stadio Friuli on October 6, 2018 in Udine, Italy.  (Photo by Alessandro Sabattini/Getty Images)

ქეთრინ მაიორგის ადვოკატმა, ლესლი სტოველმა განაცხადა, რომ იგი დაუკავშირდა კიდევ ერთ ქალს, რომელიც რონალდოს გაუპატიურებაში სდებს ბრალს.

ადვოკატის თქმით, ქალს, რომელსაც იგი დაუკავშირდა, ზუსტად იგივე ისტორია გადახდა თავს პორტუგალიელ ფეხბურთელთან, რაც ქეთრინს.

სტოველმა უარი თქვა ქალის სახელის გასაჯაროებაზე, მაგრამ განაცხადა, რომ ინფორმაციას
ლას-ვეგასის პოლიციას გადასცემს.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა მოდელმა კეტრინ მაიორგიმ განაცხადა, რომ რონალდომ ის 2009 წლის ივნისში, ლას ვეგასში გააუპატიურა.

2010 წელს მან ფეხბურთელის ადვოკატებთან შეთანხმებას მოაწერა ხელი და დუმილისთვის 375,000 დოლარი მიიღო.

2018 წლის სექტემბერში, მაიორგიმ ახალი დეტალური ჩვენება მისცა და პოლიციამ თავიდან აღძრა საქმე.

მსგავსი