რონალდოს მორიგი რეკორდი – მე-11 წელია, რაც პორტუგალიელს სეზონში მინიმუმ 40 გოლი გააქვს #1TVSPORT
გუშინ, 30 ოქტომბერს ინგლისის ჩემპიონატის მეათე ტურის მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ტოტენჰემს“ ესტუმრა და სამი უპასუხო გოლი გაუტანა – 0:3.
მანჩესტერელთა პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, კრიშტიანო რონალდომ თავი კვლავ გამოიჩინა და 39-ე წუთზე მეტოქის კარი აიღო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მე-11 წელია, რაც პორტუგალიელს სეზონში მინიმუმ 40 გოლი გააქვს.
ეს სტატისტიკა ESPN Stats & Info – მა დათვალა და აღმოჩნდა, რომ წელს რონალდოს უკვე 40 გოლი დაუგროვდა, ბოლო 11 წლის განმავლობაში კი სეზონზე 40 ბურთზე ნაკლები არ გაუტანია.
For the 11th time in his professional career, Cristiano Ronaldo has scored at least 40 goals for club and country in a calendar year.
2021 – 40 and counting
2020 – 44
2018 – 49
2017 – 53
2016 – 55
2015 – 57
2014 – 61
2013 – 69
2012 – 63
2011 – 60
2010 – 48 pic.twitter.com/CCntaUhbiI— ESPN Stats & Info (@ESPNStatsInfo) October 30, 2021