რონალდოს ახალი რეკორდი მწიფდება - „იუნაიტედში“ დაბრუნებულმა პორტუგალიელმა ყველა მატჩში გოლი გაიტანა #1TVSPORT
რონალდოს ახალი რეკორდი მწიფდება - „იუნაიტედში“ დაბრუნებულმა პორტუგალიელმა ყველა მატჩში გოლი გაიტანა #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედი“ „ვესტ ჰემს“ ესტუმრა და 1:2 დაამარცხა. თავი კვლავ გამოიჩინა მანჩესტერელთა ახალშეძენილმა ფორვარდმა (35-ე წუთზე).

რონალდო მანჩესტერში ტრიუმფით დაბრუნდა და ჯერ „იუნაიტედის“ მატჩი ისე არ დასრულებულა, პორტუგალიელი ვარსკვლავი მოედანზე ყოფილიყო და გოლი არ გაეტანა.

კრიშტიანომ მანჩესტერელთა ფორმით „ნიუკასლთან“ დუბლი შეასრულა, შემდეგ „იანგ ბოიზს“ გაუტანა, დღეს კი „ვესტ ჰემის“ კარი აიღო.

ამგვარად, „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნებულმა რონალდომ სულ სამი შეხვედრა ჩაატარა და ოთხი გოლის ავტორი გახდა.