ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფორვარდმა რონალდომ გაყიდა ესპანური საფეხბურთო კლუბის „ვალიადოლიდის“ საკონტროლო პაკეტი.
„ვალიადოლიდის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, კლუბის ახალი მფლობელი გახდა ჩრდილოამერიკული საინვესტიციო ჯგუფი, რომელიც ადრე მექსიკურ „კერეტაროს“ ფლობდა. ესპანურ პრესაში იტყობინებიან, რომ რონალდომ „ვალიადოლიდის“ გაყიდვით 50 მილიონი ევრო მიიღო.
ამ სეზონში „ვალიადოლიდმა“ ვადაზე ადრე დაიკავა დაიკავა ბოლო ადგილი ესპანეთის ლა ლიგაში და მეორე დივიზიონში გავარდა. რონალდო 2018 წლიდან ფლობდა კლუბს და ამ პერიოდში „ვალიადოლიდმა“ მესამედ დატოვა უმაღლესი დივიზიონი.