რონალდომ ნეიმარს მიმართა - დაბრუნდი და მოიპოვე მსოფლიო თასი შენთვის და ბრაზილიისთვის #1TVSPORT
რონალდომ ნეიმარს მიმართა - დაბრუნდი და მოიპოვე მსოფლიო თასი შენთვის და ბრაზილიისთვის #1TVSPORT

რონალდომ მხარი დაუჭირა ნეიმარს მას შემდეგ, რაც მან სერბეთთან მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში (2:0) ფეხი დაიზიანა.

შედეგად, „სელესაოს“ შემადგენლობაში „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელის სწრაფი დაბრუნება ტურნირზე საეჭვოა, რაც ბევრისთვის გამაღიზიანებელი ინფორმაცია აღმოჩნდა, გარდა ვეტერანი ბომბარდირისა.

რონალდომ, რომელმაც ბრაზილია 2002 წელს მსოფლიო ჩემპიონობამდე მიიყვანა, სოციალურ ქსელში ნეიმარს ღიად დაუჭირა მხარი.

„დარწმუნებული ვარ, რომ ბრაზილიელთა უმეტესობას უყვარხარ და აღფრთოვანებულია შენით. შენმა ნიჭმა მიგიყვანა იქ, სადაც ახლა ხარ და გყავს თაყვანისმცემლები მთელ მსოფლიოში. არავის უსმინო. სწრაფად დაუბრუნდი გუნდს და მოიპოვე მსოფლიო თასი შენთვის, გუნდისთვის და ბრაზილიისთვის! ეს არის წერილი იმ სიტყვიერი შეურაცხყოფის წინააღმდეგ, რომელიც ამ ბოლო დროს განიცადე. ბრაზილიელებს სჭირდები. დაბრუნდი უფრო ძლიერი, უფრო ჭკვიანი. გოლებისა და სპექტაკლების წყურვილით. ჩვენ შენ გვჭირდები“, – დამახასიათებელი ემოციურობით წერს „ფენომენი“.