რონალდომ ნეიმარის ხშირად წაქცევაზე ისაუბრა
რონალდომ ნეიმარის ხშირად წაქცევაზე ისაუბრა

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო ვერაფერს ხედავს ცუდს იმაში, რომ მისი თანამემამულე ნეიმარი მოწინააღმდეგეებთან ორთაბრძოლაში ხშირად ეცემა მოედანზე.

მისი აზრით, ეს ერთ-ერთი საშუალებაა ტრავმისგან თავის ასარიდებლად.

„ნეიმარი ბევრად გამხდარია მათზე, ვისთანაც მას თამაში უწევს. ის თავს კარგად იცავს. მე ვფიქრობ, ყველაფერი წესრიგშია. ვისაც რა უნდა, ის ილაპარაკოს, ნეიმარს თავის დაცვა სჭირდება და სხვა ამას მის მაგივრად ვერ გააკეთებს“, – ციტირებს გამოცემა „ბოლა“ რონალდოს.