რონალდომ „იუვენტუსის“ გულშემატკივრებს მიმართა
რონალდომ „იუვენტუსის“ გულშემატკივრებს მიმართა

„იუვენტუსის“ სუპერვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ „ატლეტიკოსთან“ მატჩის წინ გულშემატკივარს მიმართა.

„წინ დიდებული მატჩი გველის. გულშემატკივარს მინდა ვთხოვო, დაგვეხმაროს, მათი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კარგზე ვიფიქროთ და რწმენა ვიქონიოთ, ეს შესაძლებელია, მაგრამ თქვენი დახმარება, ერთიანობა და სტადიონზე მხურვალე გულშემატკივრობა დაგვჭირდება. შევეცდებით, გული გაგიხაროთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ“, – განაცხადა პორტუგალიელმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსსა“ და „ატლეტიკოს“ შორის შეხვედრა 12 მარტს გაიმართება.