რონალდომ დაასახელა ფეხბურთელები, რომლებიც „ოქროს ბურთს“ იმსახურებდნენ

09:30, 10.05.2020

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფორვარდმა რონალდომ დაასახელა ხუთი ფეხბურთელი, რომლებსაც, მისი აზრით, „ოქროს ბურთი“ უნდა მოეგოთ.

„მე ვიტყოდი, რომ არსებობს ოთხი ფეხბურთელი, რომლებმაც ვერ მოიგეს „ოქროს ბურთი“, თუმცა, იმსახურებდნენ ამას – ალესანდრო დელ პიერო, პაოლო მალდინი, ფრანჩესკო ტოტი და რაული. მე მათ დავამატებდი რობერტო კარლოსს, რომელიც ორჯერ იყო მეორე ჩემს უკან,“ – განაცხადა რონალდომ „ინსტაგრამის“ პირდაპირ ეთერში.

რონალდო „ოქროს ბურთის“ ორგზის მფლობელია. მან კარიერა 2011 წელს დაასრულა.

მსგავსი