ბრიტანულმა ტელეკომპანია BBC-მ წარმოადგინა XXI საუკუნის საუკეთესო ცენტრალური ფორვარდების რეიტინგი.
სიაში პირველი ადგილი დაიკავა ბრაზილიელმა რონალდომ. რეიტინგში არ არიან არც კრიშტიანო რონალდო და არც ლიონელ მესი კარიერის დიდი ნაწილის განმავლობაში სხვა პოზიციებზე თამაშის გამო.
ცენტრფორვარდების ტოპათეულში მოხვდნენ:
- რონალდო (ბრაზილია)
- ჰარი კეინი (ინგლისი)
- ერლინგ ჰალანდი (ნორვეგია)
- ტიერი ანრი (საფრანგეთი)
- რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი)
- დიდიე დროგბა (კოტ დ’ივუარი)
- ქარიმ ბენზემა (საფრანგეთი)
- ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი)
- ლუის სუარესი (ურუგვაი)
- მიროსლავ კლოზე (გერმანია)